გრიგოლ ღვთისმეტყველის ქართული თარგმანები

Ketevan Bezarashvili

Abstract


IV ს. უდიდესი ბიზანტიელი ღვთისმეტყველის, ორატორის, პოეტის, გრიგოლ ნაზიანზელის (ზედწოდებით ღვთისმეტყველის) თხზულებები აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს მრავალ ენაზეა თარგმნილი. შესწავლილია, რომ ბიბლიური წიგნების ციტირების შემდეგ წმ. გრიგოლის თხზულებათა ციტირება ყველაზე ხშირად ხდებოდა ძველ ქრისტიანულ სამყაროში. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული ეს თხზულებები ქართულ ქრისტიანულ სამყაროში. ეს თარგმანები დღეისათვის ორასამდე ქართულ ხელნაწერშია დაცული. წმ. გრიგოლის თხზულებათა ქართული ვერსიების მნიშვნელობა დიდია ბერძნული ტექსტების ისტორიისათვის, ერთი მხრივ, და ქართული მწერლობის ისტორიისათვის, მეორე მხრივ, რამდენადაც მისი თეოლოგიური თხზულებების მსოფლმხედველობა და სახეობრივი აზროვნება თარგმანების საშუალებით აისახებოდა ქართულ ორიგინალურ ლიტერატურაში. ამავე დროს, ეს თარგმანები გამოხატავენ იმ კულტურულ ორიენტაციას და გარემოს, რომელშიც მოღვაწეობდნენ ქართველი მთარგმნელები საზღვარგარეთის სამწიგნობრო კერებში.

 


Keywords


Medieval Ages

Full Text:

PDF (Georgian)

Refbacks

  • There are currently no refbacks.