Gérard Garitte. Le ménée géorgien de Dumbarton Oaks
DOI:
https://doi.org/10.32859/kadmos/14/159-185Abstract
ვაშინგტონში, დუმბარტონ ოქსის ბიზანტიურ კვლევათა ცენტრში დაცულია პალესტინაში შედგენილი, XI ს-ის ქართული „თვენი“. მისი არსებობა ჩვენი კოლეგის, ბ-ნ დ. მ. ლანგის წყალობით შევიტყეთ; 1955 წ. ბ-ნმა ლანგმა მოგვაწოდა ქართული კრებულის რამდენიმე გვერდის (f. 63v-66r) ფოტო, რომლებიცშეიცავდნენ იერუსალიმელი პატრიარქების, წმ. მოდესტოსისა და წმ. იოვანესადმი მიძღვნილსაგალობლებს (16 დეკემბერი); შესაძლებლობა მოგვეცა ისინი გამოგვეყენებინა 1958 წ გამოცემულ იოანეზოსიმეს „პალესტინურ-ქართული კალენდრის“ ჩვენეულ კომენტარებში. ცოტა ხნის შემდეგ, 1960 წ. Byzantinisch-neugriechische Jahrbücher, vol. 18, (1945-49) განსვენებული რ. ბლეიკის სახელით გამოქვეყნდახელნაწერის აღწერილობა, რომელიც მაშინ, როცა ბლეიკი ამ წერილს წერდა „დოქტორ გ. ერიკ მატსონს, (გლენდალი, კალიფორნია) ეკუთვნოდა“ (p. 97); სტატია დათარიღებული არაა; იგი ნამდვილად 1950 წლის 9 მაისზე, რ. ბლეიკის გარდაცვალების თარიღზე ადრეულია.3 ხელნაწერი 1952 წლის თებერვალშიდუმბარტონ ოქსში მოხვდა როგორც ბ-ნი და ქ-ნი ბლისების შეწირულება (ეს ცნობა მოგვაწოდა ბ-ნმა პროფ. ერნესტ კიცინგერმა დუმბატონ ოქსის ცენტრიდან, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებთ).
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Authors retain the copyright. They grant the journal the right of first publication and permit the use of their work under a CC BY-NC license, which allows others to download and share articles, provided that Kadmos, a Journal of the Humanities is credited as the source. The works derived from them can be used for noncommercial purpose